weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 800 000 ლარი გამოიყო

12:41 პარასკევი, 17 აგვისტო 2018

სტიქიით დაზარალებული ექვსი მუნიციპალიტეტისთვის მთავრობამ 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო და გამოიყო 4 მილიონ 800 ათასი ლარი იმ მუნიციპალიტეტებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა. ეს არის დუშეთი, ცაგერი, ლენტეხი, მცხეთა, ლანჩხუთი და თიანეთი. დუშეთისთვის, ცაგერისა და ლენტეხისთვის გამოყოფილია თითო მილიონი, მცხეთისთვის 800 ათასი, ლანჩხუთისთვის 600 ათასი, თიანეთისთვის 400 ათასი ლარი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, პარალელურად სხვადასხვა რაიონში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

„ეს არის სტიქიები სამეგრელოში, მარტვილის და სენაკის რაიონებში, ასევე ჭუბერის სტიქია. პირველადი, დიდი სამუშაოები, როგორებიცაა მდინარის კალაპოტში მოქცევა და დროებითი ხიდების მოწობა, ყველგან ჩატარდა, მაგრამ მიმდინარეობს დათვლა, თუ რა შეიძლება დაუჯდეს ბიუჯეტს ზარალის ანაზღაურება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]